Friday, December 14, 2012

სასწავლო პროექტი



1.პროექტის სახელი:

ჭულევი ს წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი 

2.პროექტის მოკლე არწერა:
ა) მდებარეობა
ბ) ისტორიული წარსული
გ)  დღევანდელი ჭულე
3. პროექტის სრული აღწერა:
   ჭულევის მონასტერი (XIV ს.) მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში,დაბა ადიგენიდან შვიდ კილომეტრში,ფერსადის მთების ძირში.
მონასტერს დასავლეთიდან ჩამოუდის პატარა მდინარე ჭულელა.ჭულევის მონასტრის მეზობლად მდებარეობს საქართველოს უძველესი ისტორიული პუნქტები-ზანავი,ჩორჩანი,
ოზრახე (დღევანდელი აბასთუმანი), ზარზმა და ოქროს ციხე.
   სახელწოდბა ჭულევი მომდინარეობს სიტყვიდან ,,ჭური“. რომელიც ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავს.
    1374-1391წწ. მონასტერს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავასამცხის კულტურულ-იდეოლოგიურ ცხოვრებაში
    1595 ჭულევი უკვე უკვე გაუკაცრიელებულია. ამის შემდეგ იგი წყაროებშიც აღარ მოიხსენება
      XVI-XIX საუკუნეებში ტაძარი იძაღცვებოდა გამაჰმადიანებული მოსახლეობის მიერ,შემდეგ კი ჭულევი ადგილობრივი მოსახლეობის ქვის სამტეხლოდაც იქცა.
   1977 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები,რომელიც შეწყდა 1988-89წ. თანხის უქონლობის გამო
    XVI ს.შემდგომ ღვთისმსახურება აღდგა 1999 წლიდან, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა მამა სტეფანე(კალაიჯიშვილი) დღეს-ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი.
   2002 წლიდან ჭულევის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარია იღუმენი დიმიტრი (კაპანაძე).მონასტრის კრებულს შეადგენენ: ბერმონაზონი ანთიმოზ ცინაძე,ბერდიაკონი იაკობ ჩაგუნავა, ბერი პანტელეიმონი ჩიტორელიძე, ბერი ეგნატე ლობჟანიძე და სამი მორჩილი.
 მონასტერი იმართება საბაწმინდური ტიპიკონით.
4.მოსწავლეთა ასაკი:
  14-16წ.
5. ხანგრძლივობა:
 2 კვირა
6. მოსალოდნელი შედეგები:
   მართმადიდებული რწმენის განმტკიცება, წინაპარტა შრომისა და ნიჭის დაფასება,პატრიოტული და ესთეტიკური გრძნობის ამაღლება, დამოუკიდებელი აზროვნების უნსრის გამომუშავება.
7.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
 ისტორიული წყაროების მოძიება, ზეგლის დათვალიერება, თქმულებებისა და ლეგენდების მიძიება ხალხში, ინტერნეტში მასალების მიძიება.
8.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
 ისტორია, გეოგრაფია, ისტ.
9.სამუშაო ენა:
  ქართული
10. პროექტის ხელმძღვანელი:
     მ. თუმანიშვილი
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
    marinatummanishvili@gmail.com